მაურისიო პოჩეტინომ აღიარა, რომ პრემიერ ლიგაში მუშაობა ენატრება.
არგენტინელი სპეციალისტი ამჟამად აშშ-ს ნაკრებს წვრთნის. პრემიერ ლიგაში კი ტოტენჰემისა და ჩელსის სათავეში აქვს ნამუშევარი.
„პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკთესოა და რა თქმა უნდა, მენატრება. აშშ-ში ბედნიერი ვარ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღესაც პრემიერ ლიგაში დავბრუნდები. ეს ყველაზე მაღალი კონკურენციის მქონე ლიგაა.
ვფიქრობ, ტოტენჰემთან ერთად ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, თასს თითქმის შევეხე. სწორედ ამის მიღწევას ვისურვებდი." - აღნიშნა პოჩეტინომ.
ტოტენჰემთან ერთად პოჩეტინო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, სადაც ლივერპულთან 0:2 დამარცხდა.