პოლ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედში ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა გაიხსენა.
„არ გინდა, რომ უხეში იყო, მე არ მაქვს პრობლემა არცერთ მწვრთნელთან. მე ყოველთვის პატივისცემას ვიჩენ. ისინი მეუბნებიან, რა უნდა გავაკეთო. ისინი არიან უფროსები. ეს არის სიმართლე. ისინი წყვეტენ, ითამაშებ თუ არა.
დასაწყისში ძალიან კარგად ვიყავით, ვწერდით ერთმანეთს და ასე შემდეგ. ის ნამდვილად ძალიან მხიარული ადამიანია.
სასაცილო ტიპია. მართლა განსაკუთრებულია, თუ გულწრფელად ვიტყვი. შემდეგ, მგონია, ტრავმებმა გააუარესა ჩვენ შორის ურთიერთობა.
როცა მედია მუდმივად ეკითხება მას ჩემზე, შეიძლება ეს მასში იწვევდეს რაღაცას და ეს პრობლემაა ჩემთანაც - ბევრს უყვარს ჩემზე საუბარი.
ყოველთვის პოლი, პოლი, პოლი, და ეს ალბათ ნერვებს უშლიდა მას.“ - თქვა ფრანგმა რიო ფერდინანდთან ინტერვიუში.