მესუთ იოზილი ბათუმში ბეშიქთაშისა და ჰაპოელ ბეერ-შევას მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ X-ზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საშინელი ინციდენტი ბათუმში - თურქული გრანდები ბეშიქთაშის გულშემატკივრებს მხარდაჭერას უცხადებენ
„ვგმობ საქართველოში პოლიციის ჩარევას ბეშიქთაშის იმ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებმაც პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ვაფასებ ბეშიქთაშის ქომაგების პოზიციას - ისინი პალესტინაში მიმდინარე უსამართლობას დუმილით არ შეხვდნენ და კაცობრიობის საერთო სინდისს ხმა მისცეს.
პოლიციის ჩარების შედეგად დაზარალებულ ყველა გულშემატკივარს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა იოზილმა.