71 წლის ჟორჟე ჟეზუში, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ეროვნული გუნდის მოქმედი დამრიგებელი, რობერტო მარტინესი პოსტის დატოვებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს, ვინაიდან მას კონტრაქტის ვადა ეწურება და საკლუბო ფეხბურთში სურს დაბრუნება.
ESPN Brazil-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მარტინესს ნაკრების სათავეში შეცვლის სწორედ ჟეზუში შეცვლის, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებები წინ წაიწია.
ჟეზუშმა მანამდე ალ ნასრის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. გასულ სეზონში კლუბმა მისი ხელმძღვანელობით საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო.
საინტერესოა რომ თავად მარტინესი, პორტუგალიის ნაკრებიდან, შესაძლოა, სამუშაოდ სწორედ ალ ნასრში გადავიდეს.