• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფოტო: ერთი ადგილი, ორი ავარია - ჰალის მოთამაშე ავტოავარიაში მოჰყვა
ფეხბურთიფეხბურთი

ფოტო: ერთი ადგილი, ორი ავარია - ჰალის მოთამაშე ავტოავარიაში მოჰყვა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის ფეხბურთელი ჰალ სიტის საწვრთნელ ბაზასთან ავტოავარიაში მოჰყვა.


შემთხვევა მისი თანაგუნდელის მსგავს ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა.


შავი ფერის Mercedes, რომელიც BBC-ის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველ ლუკას გურნა-დუატს ეკუთვნის, აღმოსავლეთ იორკშირში, კოტინგემში, ავარიაში მოყვა.


შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტომობილი გვერდზეა გადაბრუნებული. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა BBC-ს განუცხადა, რომ მანქანა მის ავტომობილსაც შეეჯახა და დააზიანა.


ჰალ სიტიმ განაცხადა:


„კლუბისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც საწვრთნელ ბაზასთან ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა“.



ჰამბერსაიდის პოლიციის ცნობით, საგანგებო სამსახურებმა გამოძახება ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიიღეს.


სექტემბერში გურნა-დუატის თანაგუნდელი სორბა თომასიც იმავე გზაზე მომხდარ ავტოავარიაში მოჰყვა.


პოლ ნიკერსონმა, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს, განაცხადა:


„მანქანის გადაბრუნებიდან მალევე მივედი, რადგან ხმაური გავიგონე.


ეს ერთი წუთით ადრე რომ მომხდარიყო, ჩემი მეუღლე ჩვენს შვილებთან ერთად ამ გზაზე მიდიოდა და ისინი სკოლაში მიჰყავდა. ამიტომ ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელია“.


ტრეისი ევანსის თქმით, რომელიც ამ გზაზე უკვე 19 წელია ცხოვრობს, დაახლოებით 10 წელია ითხოვს, რომ ამ მონაკვეთზე სიჩქარის დასაშვები ზღვარი შემცირდეს.


„ამ დროს ბავშვები სკოლაში მიდიან, მშობლები კი უკან ბრუნდებიან“, - განაცხადა მან.


ევანსმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რათა „მომავალში რაიმე უფრო სერიოზული შემთხვევა თავიდან ავიცილოთ“.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჰალ სიტი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,კლუბი უდანაშაულოა" - სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კლუბი უდანაშაულოა" -  სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როი კინი: „სიტის ფეხბურთელი რომ ვიყო, მედლებს სანაგვეზე მოვისროდი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როი კინი: „სიტის ფეხბურთელი რომ ვიყო, მედლებს სანაგვეზე მოვისროდი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამან იურგენ კლოპიც კი გატეხა" - არსენალის ლეგენდამ სიტის გადაუარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამან იურგენ კლოპიც კი გატეხა" - არსენალის ლეგენდამ სიტის გადაუარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 სექ, 2026

,,კლუბი უდანაშაულოა" - სიტის პასუხი პრემიერ ლიგის ბრალდებებზე

News image

30 სექ, 2026

როი კინი: „სიტის ფეხბურთელი რომ ვიყო, მედლებს სანაგვეზე მოვისროდი"

News image

30 სექ, 2026

„ამან იურგენ კლოპიც კი გატეხა" - არსენალის ლეგენდამ სიტის გადაუარა

News image

19 სთ წინ

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება