• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ფრანგი ლეგენდის აღიარება: რატომ არის რეალი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი
ფეხბურთიფეხბურთი

ფრანგი ლეგენდის აღიარება: რატომ არის რეალი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფრანგი ლეგენდა მადრიდის რეალში გატარებულ პერიოდს იხსენებს: „ეს დაუვიწყარი მოგონებებია“.


ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას, ნიკოლა ანელკას, მადრიდის რეალში ხანმოკლე, თუმცა ტიტულოვანი კარიერა ჰქონდა. ყოფილი თავდამსხმელი სანტიაგო ბერნაბეუზე 1999 წელს არსენალიდან გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც მოასწრო.

გამოცემა SPORT-თან ინტერვიუში ანელკამ დიდი სითბოთი გაიხსენა ესპანეთში გატარებული დრო:


ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოუდგენელი შეგრძნება იყო. მით უმეტეს, როცა რეალის ფორმით თამაშობ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ესპანეთში გატარებული დროიდან მხოლოდ დაუვიწყარი მოგონებები დამრჩა.


მბაპე და ლამინ იამალი - ახალი ეპოქის დასაწყისი


ანელკამ ასევე შეაფასა თავისი თანამემამულის, კილიან მბაპეს თამაში რეალში და აღნიშნა, რომ ის ყველა მატჩში გოლის გატანას ახერხებს. მისი თქმით, კილიანს მხოლოდ ერთი რამ აკლია - ტიტული მადრიდულ გუნდთან ერთად, რასაც სეზონის ბოლოს აუცილებლად უნდა ველოდოთ.

ფრანგმა ფორვარდმა ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ლამინ იამალზეც ისაუბრა და ის მბაპეს გვერდით დააყენა:


ლამინი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. ვფიქრობ, ის და მბაპე დღეს საუკეთესოები არიან. ეს იქნება დიდი ბრძოლა საფრანგეთსა და ესპანეთს, ბარსელონასა და რეალს შორის, რაც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.


ანელკა დარწმუნებულია, რომ მადრიდის რეალი ამ სეზონში მინიმუმ ერთ დიდ ტიტულს, ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ლამინ იამალი
რეალი
მბაპე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეთანხმება მიღწეულია? სიმართლე იურგენ კლოპისა და რეალის მოლაპარაკებებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება მიღწეულია? სიმართლე იურგენ კლოპისა და რეალის მოლაპარაკებებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სასწრაფოდ სკამზეა დასასმელი", — რეალის მოგების შემდეგ ესპანეთში ტრენტს აკრიტიკებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სასწრაფოდ სკამზეა დასასმელი", — რეალის მოგების შემდეგ ესპანეთში ტრენტს აკრიტიკებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქი ჯადოქარი მადრიდში: არდა გიულერმა ბრუნო ფერნანდეშს გადაასწრო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქი ჯადოქარი მადრიდში: არდა გიულერმა ბრუნო ფერნანდეშს გადაასწრო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამ ფეხბურთელში ხუანიტოს სულია", — არბელოას კომენტარი სელტასთან მოგების შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამ ფეხბურთელში ხუანიტოს სულია", — არბელოას კომენტარი სელტასთან მოგების შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

შეთანხმება მიღწეულია? სიმართლე იურგენ კლოპისა და რეალის მოლაპარაკებებზე

News image

8 სთ წინ

„სასწრაფოდ სკამზეა დასასმელი", — რეალის მოგების შემდეგ ესპანეთში ტრენტს აკრიტიკებენ

News image

3 სთ წინ

თურქი ჯადოქარი მადრიდში: არდა გიულერმა ბრუნო ფერნანდეშს გადაასწრო?

News image

8 სთ წინ

„ამ ფეხბურთელში ხუანიტოს სულია", — არბელოას კომენტარი სელტასთან მოგების შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება