ესპანელმა ჟურნალისტმა დანი გარიდომ რეალს მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეცვლისკენ მოუწოდა.
მადრიდელებმა სტუმრად სელტასთან გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვეს [2:1].
25-ე წუთზე ვილიოტ სვედბერგი მარცხნიდან საჯარიმოში შეიჭრა, მეკარის მოედნის სიახლოვეს ტრენტი მოატყუა და პასი ცენტრში ბორხა იგლესიას გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით შეძლო ტიბო კურტუას კარის აღება.
ის სასწრაფოდ სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს. გოლის ეპიზოდში ჯერ ბურთი გაატარა, შემდეგ კი სელტას მოთამაშე გაუშვა
VIDEO: ბოლო წუთზე მოპოვებული 3 ქულა — რეალმა ლა ლიგაში გამარჯვების გემო გაიხსენა