პარი სენ-ჟერმენის მეკარემ, მატვეი საფონოვმა, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ზედიზედ 4 პენალტი მოიგერია, ხელი მოიტეხა.
ფლამენგოსთან გამართული ფინალური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი პსჟ-მ საფონოვის ხარჯზე მოიგო, რომელმაც ზედიზედ 4 თერთმეტმეტრიანის აღება შეძლო.
პარიზული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ფეხბურთელმა ფლამენგოსთან მატჩში ხელის ტრავმა მიიღო.
„მატვეი საფონოვმა ფლამენგოსთან მატჩში მარცხენა ხელი მოიტეხა. მისი მდგომარეობა განმეორებით 3-4 კვირაში შეფასდება." — აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
პარი სენ-ჟერმენისთვის ეს 2025 წლის მე-6 ტიტული იყო: საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.