შვეიცარიაში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატი კულმინაციას მიუახლოვდა.
უკვე ცნობილია თუ რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ფინალურ მატჩში. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდა და ფინალისტის ბედი დაძაბულ ბრძოლაში გადაწყდა.
გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გაირკვა და დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო, სადაც მოგება ესპანეთმა შეძლო. 113-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი აიტანა ბონმატიმ გაიტანა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ფინალურ მატჩში ესპანეთი ინგლისს დაუპირისპირდება, რომელმაც იტალია ასევე დამატებით დროში 2-1 დაამარცხა.
ქალთა ევროს ფინალში ერთმანეთს მოქმედი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები შეხვდებიან. გადამწყვეტი შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.
2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისა და 2024 წელს ერთა ლიგის მოგების შემდეგ კი ესპანეთი შეეცდება ზედიზედ მე-3 სანაკრებო ტიტული მოიგოს.