საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ორჯერ დაუპირისპირდება.
ირის ანტმანის გუნდი 8 ოქტომბერს მოლდოვაში ჩაფრინდა, ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი)
დაცვა: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ნატა კვირკვაია (ლიმანი, ბაქო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), თინათინ
ამბალია (ბანიკ ოსტრავა, ჩეხეთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ანა პავლიაშვილი (ვერე), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ლიზი კანკია (კვარტალი), ანანო წიქარიძე (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო)
მოლდოვა-საქართველოს მატჩი დღეს, 9 ოქტომბერს, 18:00-დან დაიწყება, ნაკრებების მეორე შეხვედრა კი 12 ოქტომბერს გაიმართება.