სანდრო მამუკელაშვილმა ვიქტორ ვემბანიამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ყველა თანაგუნდელი მიყვარს, არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ მას შემდეგ რაც ვემბი ნიუ იორკში ქართულ რესტორანში გამომყვა და საჭმელი მოეწონა, ის უფრო შემიყვარდა."
"ვგრძნობ, რომ პარკეტს მიღმა ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. პირადად მე ძალიან მიხარია მასთან ერთად თამაში, ის ნამდვილად განსაკუთრებულია. მასთან და იანის ანტეტოკუნმპოსთან თამაშის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ლიგის ორ საუკეთესო კალათბურთელთან ერთად მითამაშია, რაც ძალიან მახარებს."
ბოლო შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი დენვერ ნაგეთსი 121-120 დაამარცხა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს ორმაგი დუბლებით სწორედ ფრანგმა და ქართველმა ულიდერეს.
ვიდეო: მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ჩემპიონთან