NBA-ის პლეიოფში დენვერ ნაგეთსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის სერიის მე-6 მატჩი გაიმართა, რომელიც დენვერის გამარჯვებით 119-107 დასრულდა.
თავიანთ გუნდებს MVP-ის კანდიდატებმა - შაი გილჯეს-ალექსანდერმა (32 ქულა) და ნიკოლა იოკიჩმა (29 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) ულიდერეს.
ნაგეთსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3-3) და კონფერენციის ფინალისტის ვინაობა გადამწყვეტ, მე-7 თამაშში გაირკვევა, რომელიც 18 მაისს გაიმართება.
ამ წყვილში გამარჯვებულს დასავლეთ კონფერენციის ფინალში მინესოტა ტიმბერვულვზი ელოდება, რომელმაც თავის მხრივ გოლდენ სტეიტ უორიორსი დაამარცხა სერიაში 4-1.