2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. მოახლოებული მატჩების შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს.
ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ". - ნახევარმცველის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
კვარაცხელია: "ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის"