UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ბრძოლის შესახებ ახალი ამბავი გვაქვს, ქალბატონებო და ბატონებო. მალე ოფიციალურად გამოვაცხადებთ თარიღსა და ოპონენტს. Let's go.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის." - წერს ქართველი მებრძოლი.
ქუთათელაძის ბოლო ბრძოლა UFC-ში 2024 წლის აგვისტოში შედგა. გურამმა 3-რაუნდიან ბრძოლაში ჯორდან ვუჩენიჩი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურამ ქუთათელაძის სტატისტიკა პროფესიონალურ MMA-ში 13 მოგებასა და 4 მარცხს ითვლის.