კილიან მბაპეს თქმით, ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრები მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად შეკრული გუნდი იყო.
„ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან თამაში? არა, არაფერს შევცვლიდი.
და საერთოდაც, იმ ატმოსფეროს გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენ ვერ მოვიგებდით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გუნდი იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში გვყოლია, შესაძლოა, ახლანდელ გუნდზეც კი უფრო ძლიერი.
მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი, რაც საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფეროს მხრივ გამომიცდია.
ეს გუნდშიც აისახა. ჩვენ, ფეხბურთელები, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ.
შესაძლოა, გარედან ეს ასე აშკარად არ ჩანდა, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად ერთიანი იყო.“
2021 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთი ასპარეზობას შვეიცარიასთან პენალტების სერიაში გამოეთიშა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ კილიან მბაპემ გააფუჭა.