საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის გახსნით მატჩში მეცი საკუთარ მოედანზე ლილს მიიღებს.
მასპინძელთა შემადგენლობაში უნდა ველოდოთ გიორგი ქვილითაიას დებიუტს, რომელიც ფრანგული კლუბის ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა.
მეცის სამატჩო განაცხადში სამივე ქართველი მოხვდა - გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია.
წიტაიშვილი დეკემბრის მსგავსად იანვარშიც მეცის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ლილთან მატჩს ამ სტატუსით ხვდება.
ქართველების გუნდი 12 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 8 ქულით ჩამორჩება, ლიგა 1-ში დასარჩენ პლეიოფის ზონაში მყოფ ნანტთან კი სხვაობა 4 ქულაა.
რაც შეეხება ლილს, ისინი 32 ქულით ევროპა ლიგის ზონაში, მე-5 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ მარსელთან და ლიონთან 7 ქულა აშორებთ.