• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა ელის მიხაილო მუდრიკს?
ფეხბურთიფეხბურთი

რა ელის მიხაილო მუდრიკს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„ჩელსის“ უკრაინელი შემტევი დოპინგ-დისკვალიფიკაციის დრამატული დასრულების მიუხედავად, ბურუსით მოცულ და უაღრესად გაურკვეველ მომავალშია. მიხაილო მუდრიკი ლონდონურ კლუბს ჰონგ-კონგში, წინასასეზონო ტურნეზე შეუერთდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ არსებული დოპინგ-დისკვალიფიკაციის საკითხი საბოლოოდ მოგვარდა.



მუდრიკის ბოლო მატჩიდან 600 დღეზე მეტია გასული და კლუბში მისი მომავალი კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. „ჩელსისთვის“ მისი დოპინგ-დისკვალიფიკაციის მოულოდნელი დასრულება ისეთივე შოკი აღმოჩნდა, როგორც ყველასთვის. ეს პოზიტიური ამბავია 25 წლის ფეხბურთელისთვის, რომელსაც საბოლოოდ ეძლევა კარიერის განახლების შანსი. მიუხედავად ამისა, მისი დაბრუნება სერიოზულ კითხვებს ბადებს მის მომავალზე. თავად გუნდი და მისი მწვრთნელი შაბი ალონსო მუდრიკის გუნდში ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ, თუმცა უკრაინელის მომავალი „სტემფორდ ბრიჯზე“ კვლავინდებურად ბურუსითაა მოცული.


სანუგეშო გადაწყვეტილება


უკრაინელ ვინგერს წინასწარი დისკვალიფიკაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) მას შემდეგ დაუწესა, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული რუტინული დოპინგ-ტესტის შედეგად მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების, მელდონიუმის კვალი აღმოჩნდა. მელდონიუმი ძირითადად გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა სპორტსმენებში ის გამძლეობისა და აღდგენის პროცესის სტიმულირებას ახდენს.


შეუიარაღებელი თვალი საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის საშემოდგომო მატჩებშიც შეამჩნევდა მის არანორმალურად ბევრ სირბილს, უწყვეტ მოძრაობასა და დაუღალავ მოქმედებას, რამაც ეჭვები მყისვე გააჩინა.


მიმდინარე წლის დასაწყისში მუდრიკმა გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა, თუმცა მისი დისკვალიფიკაციის საკითხი ფეხბურთის ასოციაციასთან და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (WADA) შეთანხმებით მოგვარდა. ფეხბურთელმა ანტიდოპინგური წესების დარღვევა აღიარა და დათანხმდა ისეთ დისკვალიფიკაციას, რომელიც უკვე მოხდილ ვადას უტოლდება, რამაც მას ფეხბურთში უმალ დაბრუნების საშუალება მისცა.


დოპინგ-რეგულაციებში შესულმა ბოლო ცვლილებებმა ცხადყო, რომ ფეხბურთელის შარდის ნიმუშში ნაპოვნი მელდონიუმის დაბალი კონცენტრაცია რეალურად აღარ ითვლებოდა დისკვალიფიკაციის საფუძვლად.


იმ 85 კვირის განმავლობაში, რაც ფეხბურთის ასოციაციამ წინასწარი დისკვალიფიკაცია დაუწესა, უკრაინელი ფეხბურთელი იძულებული იყო, ინდივიდუალურად, კლუბის ბაზის მიღმა ევარჯიშა. იგი საამისოდ პირად მწვრთნელებსა და მეკარეებსაც ქირაობდა.


მას შემდეგ, რაც კარიერის განახლების უფლების შესახებ მოულოდნელი ამბავი გავრცელდა, მუდრიკმა სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გამოაქვეყნა და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ „ხანგრძლივი ბრძოლა“ დასრულდა:
„ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული პერიოდი იყო. როგორც ამ საქმის დასაწყისიდანვე ვამბობდი, აკრძალული ნივთიერება არასდროს მიმიღია შეგნებულად“. — დაწერა ფეხბურთელმა.


„ჩვენ გვინდა მისი დახმარება“


შაბი ალონსომ მუდრიკის გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა, თუმცა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ამას დრო დასჭირდება. ლონდონელთა მწვრთნელმა იგივე განწყობა გაიზიარა სიდნეიში, თანაქალაქელ „ტოტენჰემთან“ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მუდრიკის დაბრუნებასა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.



„ჩვენ გვიხარია მისი ამბავი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენთ, რა გამოიარა მან ამ ხნის განმავლობაში და რას განიცდის ახლა. გვინდა, რომ თავი გუნდის სრულუფლებიან წევრად იგრძნოს, რადგან ეს დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. გვინდა, რომ ჰქონდეს ყველას მხარდაჭერა: კლუბის, თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის. სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის ასეთ შესანიშნავ ამბავს არც ველოდით, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთან იქნება. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მას „შახტარში“ თამაშისას: რა გავლენა ჰქონდა თამაშზე, რამდენად კარგი იყო მოედანზე, როგორ თამაშობდა ერთი-ერთზე და რამდენ ეპიზოდს ქმნიდა დამოუკიდებლად. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია“. — აღნიშნა ალონსომ.


მრავალი შეთავაზება


გავრცელებული ინფორმაციით, როგორც კი მუდრიკის დაბრუნების შესახებ ცნობები გავრცელდა, „ჩელსი“ მისით დაინტერესებულთა მრავალ მსურველს გაეცნო. ეს ძირითადად პრემიერ ლიგიდან და ევროპიდან წამოსული შეთავაზებებია. მათ შორისაა „კოვენტრი სიტი“, რომლის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი მუდრიკთან ერთად მუშაობდა 2022-23 წლების სეზონში „სტემფორდ ბრიჯზე“, დროებითი ხელმძღვანელობის პერიოდში.



თუმცა, მუდრიკის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, რადგან „ჩელსი“ სეზონწინა პერიოდის დარჩენილ დროში მის სათამაშო დონეს შეაფასებს. „არისტოკრატები“ 2026-27 წლების სეზონს 24 აგვისტოს, „ფულემთან“ სტუმრად მატჩით იწყებენ.


ნელი პროცესი


ალონსოს კარგად ესმის, რომ მუდრიკის გუნდში ინტეგრაციასა და მისი მომავლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დრო შეაფასებს. „ჩელსის“ დამრიგებლის თქმით, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, თუ როგორია მისი ფიზიკური კონდიციები და რა პერიოდი დასჭირდება სათამაშო რიტმში შესასვლელად და რამდენად სწრაფად წავა ეს პროცესი.


მთავარი კითხვა ახლა ისაა, თუ რამდენ დროს მისცემენ უკრაინელს, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონური კლუბი საჯაროდ უჭერს მხარს და გამოთქვამს სურვილს, დაეხმაროს მას კარიერის აღდგენაში. 


გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არისტოკრატებმა“ მუდრიკის არყოფნაში მარცხენა ფლანგის შემტევებზე უზარმაზარი თანხები დახარჯეს და კლუბს აშკარად არ ეგონა, რომ მას დაბრუნება ასე მალე მოუწევდა. 


კლუბის ახალი რეკორდსმენია $157 მილიონად ღირებული მორგან როჯერსი, რომელიც დიდი ალბათობით, ახალ სეზონში სწორედ ხსენებული ფრთიდან ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ლონდონელებმა ჯეიმი გიტენსის ტრანსფერში $76 მილიონი გადაიხადეს. ამავდროულად, მარცხენა ფლანგზე სეზონწინა მზადებისას შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ძალზე პერსპექტიულმა ყაზახმა, 17 წლის დასტან სატპაევმა. კლუბს ასევე ჰყავს პორტუგალიის ნაკრების წევრი პედრო ნეტუ, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია.


ისე, არც მუდრიკის ფორმა და დისკვალიფიკაციამდე ნაჩვენები თამაში უნდა დაგვავიწყდეს. $109 მილიონად „შახტარიდან“ შეძენილმა  პერსპექტიულმა უკრაინელმა ბევრის აზრით, პოტენციალი ბოლომდე ვერ გაამართლა და ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 73 მატჩში მხოლოდ 19 შედეგიანი მოქმედებით გამოიჩინა თავი. ის ხშირად ჩანდა თავდაჯერებულობას მოკლებული და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ თითქმის ორწლიანმა დისკვალიფიკაციამ ამ მხრივ რაიმეთი უშველა.



გაურკვევლობა


მუდრიკი ამჟამად გახარებულია, რომ ამდენი ხნის შემდეგ ვარჯიში და თამაში კვლავ შეუძლია, თუმცა მისი მომავალი ამჟამად მაინც გაურკვევლობითაა სავსე.


ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ზაფხულის დარჩენილი პერიოდი, თუმცა კარიერის გადარჩენის პროცესში მიხაილო მუდრიკისთვის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი შესაძლოა იჯარა იყოს, მაგალითად, დაძმობილებულ „სტრასბურში“, მშობლიურ „შახტარში“ ან პრემიერ ლიგის სხვა გუნდში.


ანალოგიურად, არავის გააკვირვებს ის ფაქტიც, თუკი მას „სტემფორდ ბრიჯზე“ დაიტოვებენ ფიზიკური კონდიციების აღსადგენად პირველ გუნდში მცირე სათამაშო დროით, რის შემდეგაც მას იანვარში ან იჯარით გაუშვებენ, ან საერთოდ გაყიდიან. ტექნიკურად, შესაძლებელია კონტრაქტის გაწყვეტაც, რადგან დოპინგ-დისკვალიფიკაცია, როგორც წესი, კონტრაქტის პირობების დარღვევად ითვლება, რაც მხარეთა ურთიერთშეთანხმებით კლუბიდან წასვლას აადვილებს. მსგავსი რამ მოხდა „იუვენტუსელი“ პოლ პოგბას შემთხვევაში. 

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩაბი ალონსო
ჩელსი
მუდრიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ამისგან ნაიარევი დამრჩა", - რას ნანობს ალონსო რეალის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამისგან ნაიარევი დამრჩა", - რას ნანობს ალონსო რეალის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცო მარესკას ძველი ნაცნობი სურს - სიტი ჩელსის შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცო მარესკას ძველი ნაცნობი სურს - სიტი ჩელსის შემტევის ტრანსფერზე მუშაობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 აგვ, 2026

„ამისგან ნაიარევი დამრჩა", - რას ნანობს ალონსო რეალის შემდეგ?

News image

02 აგვ, 2026

ოფიციალურად: ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა

News image

03 აგვ, 2026

ენცო მარესკას ძველი ნაცნობი სურს - სიტი ჩელსის შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

News image

03 აგვ, 2026

ჩელსიმ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება