საქართველოს ლიგა 4-ში, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს, მე-17 ტურის მატჩები დასრულდა.
ბათუმის ვესტ ჯორჯიას სახით, ჩემპიონატს დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, მასთან ყველაზე ახლოს კი გასულ სეზონში ლიგა 3-ის საგზურის ბოლო ტურში გურიასთან დამკარგავი თბილისის არაგველებია.
1. ვესტ ჯორჯია (ბათუმი) - 39 ქულა;
2. არაგველები (თბილისი) - 35 ქულა;
3. ბორჯომი (ბორჯომი) - 31 ქულა;
4. სამცხე (ახალციხე) - 30 ქულა;
5. ტორპედო 2 (ქუთაისი) - 29 ქულა;
6. არაგვი 2 (დუშეთი) - 27 ქულა;
7. მერცხალი (ოზურგეთი) - 27 ქულა;
8. სამგურალი 2 (წყალტუბო) - 26 ქულა.
რეგლამენტის მიხედვით, 30 ტურის შედეგებით, ცხრილში საუკეთესო სამეულში მყოფი გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მიიღებენ.
ცნობისთვის, ლიგა 3-ში გასულ სეზონში იბერია 2010, ივერია ხაშური და გურია ლანჩხუთი დაწინაურდნენ.
ფოტო: სკ არაგველები