თორნიკე შენგელია და რატი ანდრონიკაშვილი FIBA-ს ოფიციალურ საიტზე მიმდინარე გამოკითხვას ლიდერობენ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპული ზონის აგვისტოს ფანჯრის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საკალათბურთო ასოციაციამ ტრადიციულად დაიწყო გამოკითხვა, რომლის მიზანიც ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაა.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხმების 25, ხოლო რატი კი 36 პროცენტს ფლობს.
ასეთი მაჩვენებელი სრულად ლოგიკურია და საფუძვლიან შედეგს წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ როგორ ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ფაზის სტარტი.
ალექსანდრ ჯიკიჩის შეგირდებმა აგვისტოს ფანჯარაში ორივე რთული მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. ჯერ შინ მონტენეგროს ნაკრები გაანადგურეს (101:74), ხოლო შემდეგ სტუმრად, უმძიმეს ბრძოლაში, პორტუგალიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (98:90).
პორტუგალიასთან რატი ანდრონიკაშვილისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მას 2022 წელს ესპანეთთან 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პორტუგალიაში 20 ქულამდე ავიდა, რასაც 4 ჩაჭრა მიამატა.
ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და ლიდერი თორნიკე შენგელია იყო. მონტენეგროსთან დაპირისპირებაში მან საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა, ხოლო პორტუგალიის წინააღმდეგ კიდევ უფრო შედეგიანი მატჩი ჩაატარა და 26 ქულა ჩააგდო. ასევე აღსანიშნავია, რომ კაპიტანს პორტუგალიასთან არ დაუსვენია და სრული 40 წუთი ითამაშა.
ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ლინკზე: https://www.fiba.basketball/en/news/vote-who-was-the-player-of-the-day-on-august-31-wceq