საქართველოს პადელის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ესპანელი ხავიერ პენია გარსია.
პენია აქამდე სევილიის პადელის აკადემიის (Sevilla Padel Experience) მთავარი მწვრთნელი და წამყვანი ინსტრუქტორი იყო, ასევე 2010 წელს პადელის სკოლა La Red 21 Padel Pro დააფუძნა და მისი დირექტორის პოზიციას იკავებს.
ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჩოგბურთიდან პადელში 1999 წელს გადავიდა და მას შემდეგ, სპორტის მეცნიერების შესწავლით, მწვრთნელის პროფესიული სერთიფიკატები მოიპოვა.
წლების განმავლობაში წვრთნიდა როგორც იუნიორებს, ისე პადელის პროფესიონალ მოთამაშეებს - მათ შორის, პადელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალ მოთამაშე ვიქტორია იგლესიასს.
საქართველოს ნაკრები 2-7 ნოემბერს დოჰაში გასამართი პადელის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირის საპრიზო ფონდი 1.2 მლნ ევროა.