ლაიფციგთან ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ, ბაიერნმა ბუნდესლიგაში გაჩემპიონება სავარაუდოდ ერთი კვირით გადადო.
ვენსან კომპანის გუნდი 76 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჩაბი ალონსოს ლევერკუზენს 9 ქულით უსწრებს.
ბაიერნი ჩემპიონობას ხვალვე გაიფორმებს, თუ ლევერკუზენი ფრაიბურგთან მატჩში დაკარგავს ქულებს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მიუნხენელებს ჩემპიონობის გასანაღდებლად ბოლო ორ ტურში ერთი ქულის მოპოვებაც ეყოფათ.
მომდევნო ტურში ბაიერნი გლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდება.