გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ლაიფციგმა საკუთარ მოედანზე ბაიერნი მიიღო. მიუნხენელებს ჩემპიონობისთვის ამ მატჩში გამარჯვება სჭირდებოდათ.
პირველივე ტაიმში მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, გოლები ბენჟამინ შეშკომ და ლუკას კლოსტერმანმა გაიტანეს.
მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს. ერიკ დაიერის, მაიკლ ოლისესა და ლეროი სანეს გოლებით ბაიერნი წინ გავიდა.
კომპანის გუნდი 3 ქულასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში იუსუფ პოულსენმა ანგარიში გაათანაბრა (3-3) და ბაიერნის ჩემპიონობა დროებით გადადო.
11' შეშკო 1-0
39' კლოსტერმანი 2-0
62' დაიერი 2-1
63' ოლისე 2-2
83' სანე 2-3
90+5' პოულსენი 3-3