ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშს კიდევ ერთი მედალი შეემატა.
87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძემ მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკ რასულოვს დამაჯერებლად, 5:1 სძლია და ბრინჯაოს ჯილდოს დაეუფლა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასტანის მსოფლიო პირველობა სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
გობაძემდე საპრიზო ადგილებზე გასვლა იური ლომაძემ (72 კგ) და ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) შეძლეს.