ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის ტენერიფემ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
კლუბმა ობრადარიო დიდი სხვაობით, 106:76 დაამარცხა.
შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თუმცა მთავარი მიღწევა მის სტატისტიკურ მაჩვენებელს უკავშირდება.
ობრადარიოსთან მატჩის შემდეგ შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა (მქკ) ისტორიულ, მრგვალ ნიშნულს გადააჭარბა და 4500-ს მიაღწია.
ამ შედეგით ქართველი კალათბურთელი ტენერიფეს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, რომელმაც უახლოეს მდევარს, მარსელინიო უერტასს (3799 მქკ) მნიშვნელოვნად გადაასწრო.