ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ აღიარა, რომ კლუბში ყოფნის პირველ ორ სეზონში გუნდის დატოვებაზე ფიქრობდა.
„აქ ყოფნის საწყისი ექვსი თვე - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისგან შორს ვიყავი, ამიტომ თავში კლუბის დატოვების იდეა მიტრიალებდა.
საკუთარ თავში ძალიან მეპარებოდა ეჭვი, თვითკრიტიკა ჩვევაში მაქვს და ამ ზეწოლამ კლუბის დატოვებაზე დამაფიქრა." - აღნიშნა ბრაზილიელმა ვინგერმა.
რაფინია ბარსელონას ლიდსიდან 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით ჩატარებულ 100 მატჩში 29 გოლი და 33 საგოლე პასი მიითვალა.
ამ სეზონში ფეხბურთელს 13 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.