14 ნოემბერს თბილისში, ერთა ლიგის ფარგლებში დაგეგმილ საქართველო-უნგრეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას უნგრელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას სანქციები დააკისრა.
გადაწყვეტილების მიზეზი 5 ოქტომბერს გამართული მატჩის დროს უნგრელი ქომაგების საქციელი გახდა. უეფა-მ აამოქმედა პირობითი სასჯელი, რომელიც რასისტული და დისკრიმინაციული ქცევების გამო ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში იყო დაწესებული.
სადისციპლინო კომიტეტის ინფორმაციით, უნგრელმა ფანებმა რასისტული ქმედებების გარდა, მოედანზე საგნები ისროლეს, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, გამოიყენეს პიროტექნიკა და არასპორტულად მოიქცნენ ეროვნული ჰიმნების შესრულებისას.
აღნიშნული დარღვევებისთვის უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია, გასვლითი მატჩის გარეშე დარჩენასთან ერთად, დაახლოებით 78 ათასი ევროთიც დაჯარიმდა.