მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში კვირას პრემიერ ლიგის ასისტების ახალ მეფედ მოინათლა, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს სტატუსი ჩამოართვან.
პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ფერნანდეშმა ისტორია სეზონის ბოლო მატჩში დაწერა, როდესაც ბრაიტონის წინააღმდეგ მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ პატრიკ დორგუმ გოლი გაიტანა. ეს ბრუნოსთვის სეზონში 21-ე საგოლე გადაცემა აღმოჩნდა, რითაც მან ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის ლეგენდარული რეკორდი მოხსნა.
მოგვიანებით გავრცელდა კარის ხაზის კამერების კადრები, სადაც ჩანს, რომ დორგუს თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ ბრაიტონის მეკარე ბარტ ვერბრუგენს შეეხო და კარში ისე შეგორდა.
წესების მიხედვით, ეს ეპიზოდი შესაძლოა ვერბრუგენის ავტოგოლად გადაკვალიფიცირდეს, რაც ავტომატურად გააუქმებს ბრუნო ფერნანდეშის სარეკორდო ასისტს.
ამ ეტაპზე ამბობენ, რომ ასისტს არ აუქმებენ. გოლი მოედანზე თავიდანვე ჩაითვალა, ხოლო გოლებისაკრედიტაციო პანელმა (რომელიც ყოფილი ფეხბურთელებისა და მსაჯისგან შედგება) გადაწყვიტა, რომ გადაწყვეტილება არ შეცვალოს.
მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა აღნიშნა, რომ საგოლე გადაცემის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არსებობს:
ეპიზოდს რამდენჯერმე ვუყურე და მესმის, რატომაა ასეთი გაურკვევლობა. ბურთი აშკარად ჯერ ხარიხას ხვდება, რის შემდეგაც მეკარის შეხება ხდება გადამწყვეტი. თუ გოლი საბოლოოდ ავტოგოლად ჩაითვლება, ბრუნო ასისტსაც დაკარგავს და რეკორდსაც. ელიტარულ ფეხბურთში ისტორიული მომენტები ხშირად სწორედ ასეთ მცირე დეტალებზეა დამოკიდებული,