• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
უნაი ემერის ახალი სამიზნე და ხელისშემშლელი ფაქტორები
ფეხბურთიფეხბურთი

უნაი ემერის ახალი სამიზნე და ხელისშემშლელი ფაქტორები

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ასტონ ვილა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეზონს ზეიმობს და უნაი ემერის ხელმძღვანელობით პროგრესის გაგრძელებას გეგმავს.


გასულ კვირას გუნდი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო კვირას, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, მანჩესტერ სიტი 2-1 დაამარცხა (რაც პეპ გვარდიოლას ბოლო მატჩი იყო ეტიჰადზე), მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ახლა ემერი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნიუკასლის შემტევი, ჰარვი ბარნსია, რომელსაც გუნდში სისწრაფის მომატება შეუძლია. 28 წლის ბარნსი, რომელიც კვირაში 80,000 ფუნტს გამომუშავებს, ნიუკასლს 2023 წელს ლესტერიდან 38 მილიონ ფუნტად შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში 16 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა თავი.

ვინაიდან ნიუკასლმა ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივამ შესაძლოა ბარნსს ვილაში გადასვლა გადააწყვეტინოს. თანაც, მისი ოჯახი ისევ მიდლენდში ცხოვრობს და კლუბის შეცვლით მათთან უფრო ახლოს იქნება.


ამ ტრანსფერის გზაზე გარკვეული პრობლემებიც არსებობს. პირველ რიგში, ასტონ ვილას ფინანსური ბალანსისთვის თავადაც სჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა. ვილა მზად არის შეელიოს მორგან როჯერსს, თუმცა მასში მინიმუმ 80 მილიონს ითხოვს, რაც კლუბს სატრანსფერო ბაზარზე დიდ თავისუფლებას მისცემს.

რაც შეეხება თავისუფალ ადგილს შემტევ ხაზში, ბარნსისთვის სივრცე როჯერსის გაყიდვის გარეშეც გამოთავისუფლდება, რადგან ჯეიდონ სანჩო, რომელიც გუნდში იჯარით იმყოფებოდა, კლუბს ტოვებს და თავისუფალი აგენტი ხდება. ვილას გეგმები ბარნსთან დაკავშირებით შესაძლოა მისმა თანაგუნდელმა, ენტონი გორდონმაც ჩაშალოს. გორდონს აქტიურად უკავშირებენ მიუნხენის ბაიერნს და თუ ის გერმანიაში გადაბარგდება, ნიუკასლი ბარნსის გაშვებაზე აუცილებლად იტყვის უარს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ასტონ ვილა
ევროპა ლიგა
პრემიერ ლიგა
უნაი ემერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ საუბრობენ ბრუნოს ასისტის გაუქმებაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ საუბრობენ ბრუნოს ასისტის გაუქმებაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმიანობა ტოტენჰემში - მედისონი პრობლემის ძიებაშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმიანობა ტოტენჰემში - მედისონი პრობლემის ძიებაშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაცვის ხაზის რეკონსტრუქცია - ტოტენჰემმა ორი ვარსკვლავი დაითანხმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაცვის ხაზის რეკონსტრუქცია - ტოტენჰემმა ორი ვარსკვლავი დაითანხმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დი მარია: „მანჩესტერში ყოფნა ვან გაალმა შემაძულა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დი მარია: „მანჩესტერში ყოფნა ვან გაალმა შემაძულა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

რატომ საუბრობენ ბრუნოს ასისტის გაუქმებაზე?

News image

2 სთ წინ

ტრავმიანობა ტოტენჰემში - მედისონი პრობლემის ძიებაშია

News image

2 სთ წინ

დაცვის ხაზის რეკონსტრუქცია - ტოტენჰემმა ორი ვარსკვლავი დაითანხმა

News image

1 სთ წინ

დი მარია: „მანჩესტერში ყოფნა ვან გაალმა შემაძულა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება