-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი თითქმის ორი ათწლეულია ერთადაა და ოთხ შვილს ზრდის, სტეფისა და აიშას ურთიერთობა სოციალურ მედიაში ძალიან განხილვადი საგანია და ხშირად ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებს საზოგადოებისგან.
2026 წლის მარტში, მიშელ ობამასა და კრეიგ რობინსონის პოდკასტ IMO-ში სტუმრობისას, აიშამ განმარტა ადრე გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ სტეფი „მისი სტილის არ იყო“. სწორედ ამ წინადადებამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისას ხალხისგან დიდი კრიტიკა გამოიწვია აიშას მიმართ. მან აღნიშნა, რომ 14 წლის ასაკში, როცა სკოლაში მომავალი პარტნიორის თვისებების ჩამოწერა დაევალა, მან დიდი ასოებით დაწერა წესი: „არანაირი სპორტსმენი“. როგორც თავად განმარტა, იმ დროს იგი თეატრის ნერდი იყო და ფილმების სტერეოტიპების გამო ფიქრობდა, რომ სპორტსმენები უხეშები იყვნენ. ამასთან, მას ჰქონდა კომპლექსი, რომ თავად არ იქნებოდა სტეფის სტილის გოგონა.
სოციალური მედიის წნეხი განსაკუთრებით გაძლიერდა პოდკასტ Call Her Daddy-ში ალექს კუპერთან ინტერვიუს შემდეგ. აიშამ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც ახალგაზრდობაში (22 წლის ასაკში) დაოჯახებასა და პირველ ორსულობას მოჰყვა, როდესაც საკუთარი კარიერული ამბიციები დროებით გვერდზე გადადო. მისი თქმით, ადრე თავის თავს მუდამ კარიერისტად ხედავდა და იმ პერიოდში შვილის გაჩენას სულაც არ აპირებდა.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, რეპერმა Killer Mike-მა ინსტაგრამზე დააკომენტარა, რომ სტეფი ასეთ შერცხვენას არ იმსახურებდა.
ამას თავად სტეფ კარი გამოეხმაურა და რეპერს მოუწოდა:
შენ ამაზე უკეთესი ხარ @killermike. დარჩი შენს ზოლში... ჩვენთან ყველაფერი რიგზეა.
მოგვიანებით Killer Mike-მა საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
სოციალურ ქსელებში აიშა კარის ძველი კლიპები და განცხადებები ხშირად ხდება მწვავე განხილვის საგანი, რაც წყვილის გარშემო დამატებით დრამას ქმნის. მაგალითად, ინტერნეტში ხელახლა გავრცელდა სატელევიზიო შოუს ძველი ვიდეო, სადაც აიშამ სცენაზე უმაისურო მოდელის გამოჩენისას ხუმრობით საქორწინო ბეჭედი თითიდან მოიძრო.
გარდა ამისა, 2023 წლის კლიპში, სადაც სტეფი და რეპერ დრეიკი ერთად იცინიან, აიშას ჩუმად დგომამ და სახის გამომეტყველებამ ფანების ნაწილს აფიქრებინა, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. სტეფს ისინი მოუწოდებდნენ, რომ აიშა მისთვის არასდროს ყოფილა ბედნიერი და რომ აუცილებლად უნდა დაშორებულიყვნენ.
Legendary linkup. 🫂
— Complex (@Complex) July 18, 2023
Drake and Steph in NYC 🔥 pic.twitter.com/LFDhMWhAUK
წყვილის ირგვლივ არსებულმა ხმაურმა პიკს მიაღწია 2026 წლის აპრილში, როდესაც X-ზე (Twitter) პაროდიულმა გვერდმა გავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სტეფმა და აიშამ განქორწინებაზე შეიტანეს განაცხადი. ეს ცნობა მალევე უარყვეს, თუმცა მანამდე ამ სიახლემ ფანებში დიდი პანიკა და აჟიოტაჟი, ზოგშიც სიხარული გამოიწვია.
აიშამ ასევე ახსენა, თუ რამდენად დაუცველია ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება. მისი თქმით, პირველი შვილის დაბადების შემდეგ, როდესაც იგი მანქანის უკანა სავარძელზე ბავშვს კვებავდა, უცნობმა ფანმა მანქანის კარი გააღო, თავი შიგნით შეყო და უთხრა: „ხომ იცოდი, რაზეც აწერდი ხელს“. ამ ინციდენტმა აიშა შოკში ჩააგდო და ტირილამდე მიიყვანა.
ინტერნეტში არსებულ ნეგატივზე საუბრისას, აიშამ აღნიშნა, რომ სტეფი ჭორებს აბსურდულად მიიჩნევს და ხშირად ვერ იგებს, თუ რამდენად მძიმედ მოქმედებს ეს ტროლინგი აიშას მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მიუხედავად ამისა, თავად სტეფმა განაცხადა, რომ მათი ოჯახური სიმტკიცის საფუძველი გულწრფელი კომუნიკაცია და ცხოვრების სტრესის ფონზე ერთმანეთის პრიორიტეტად ქცევაა. წყვილი დღესდღეობით აქტიურად ცდილობს პირადი ცხოვრებისა და შვილების მედიისგან დაცვას.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები