ორელიენ ჩუამენი მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბსა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ჩუამენი რეალთან კონტრაქტს 2031 წლამდე გაახანგრძლივებს. მისი შენარჩუნება სამეფო კლუბის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.
სხვადასხვა კლუბის, განსაკუთრებით კი მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესის მიუხედავად, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მადრიდში დარჩენა სურდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანჩესტერში ტრანსფერი შეთანხმებასთან ახლოს არასდროს ყოფილა, რაც ფეხბურთელის მაღალი ხელფასითა და რეალის მხრიდან მისი გაშვების სურვილის არქონით იყო განპირობებული.
ჩუამენი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, რომლის 1/4 ფინალურ მატჩშიც მაროკოს დაუპირისპირდება.