მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,მადრიდის რეალი აცხადებს, რომ დღეს გამართული დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ კლუბმა მადრიდის ატლეტიკოს ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გაუკეთა.
შეთავაზების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ატლეტიკომ მადლობა გადაუხადა კლუბს წინადადებისთვის, რომელიც ორ კლუბს შორის არსებული კარგი ურთიერთობების ფარგლებში გაკეთდა, თუმცა შეთავაზება უარყო და ფეხბურთელის კონტრაქტში განსაზღვრულ გამოსასყიდ თანხაზე მიუთითა." - წერია განცხადებაში.
როგორც ფლორენტინო პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამშაბათს მნიშვნელოვანი მოთამაშის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებდა.
არგენტინელი შემტევის გამოსასყიდი თანხა მისი კონტრაქტის მიხედვით 500 მილიონი ევროა. ხულიან ალვარესის გადაბირებით ბარსელონაც ინტერესდება.