მადრიდის რეალმა ახალი საფეხბურთო წელი მალიორკასთან მძიმე გამარჯვებით გახსნა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა გაიტანა, როცა ლუკა მოდრიჩის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.
რეალმა 48 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილს ჟირონა იკავებს, რომელსაც 45 ქულა აქვს და თავის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს.