მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ფედერიკო ვალვერდესა და ტიბო კურტუას ტრავმები აქვთ.
ურუგვაელმა და ბელგიელმა დაზიანება რაიო ვალეკანოსთან მატჩში მიიღეს, დღეს კი მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.
ვალვერდე და კურტუა 10-10 დღე იუქმებენ და შესაბამისად სანაკრებო მატჩებს გამოტოვებენ.
ფედე და ტიბო ურუგვაისა და ბელგიის ნაკრებთა განაცხადში იყვნენ, თუმცა ისინი მადრიდში დარჩებიან და სავარაუდოდ მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.