მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას ბრაზილიელი ახალგაზრდა შემტევი, ენდრიკი წარუდგინა.
სამეფო კლუბმა ენდრიკი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, პალმეირასიდან შეიძინა, თუმცა სრულწლოვნობამდე ფეხბურთელი ვალდებული იყო სამშობლოში ეთამაშა და რეალს მხოლოდ ახლაღა შეუერთდა.
ახალ გუნდში თავდამსხმელი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
პრესკონფერენციაზე ენდრიკმა ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.
ბრაზილიის ნაკრებში 18 წლის ფორვარდს ამ დრომდე 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლის გატანა შეძლო.


