კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საზოგადოება ზედმეტად არის კონცენტრირებული მის მიერ 1000 გოლის გატანაზე.
„ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი დამრჩა 1000-გოლიანი ნიშნულის მისაღწევად.
ეს არ მომწონს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, 920, 925 თუ 930 გოლს გავიტან...
მე ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. წერტილი. როდესაც საქმე გოლების გატანას ეხება, რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს.
არ ვაპირებ იმის თქმას, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიო 1000 გოლს. თუ ამას შევძლებ, შესანიშნავი იქნება.
თუ ვინმეს მესი, პელე ან მარადონა ურჩევნია, ეს პირადი გემოვნების საკითხია და მე ამას პატივს ვცემ.
მაგრამ იმის თქმა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სრულყოფილი ფეხბურთელი არ არის, სიცრუეა.
მე ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ.“ - განაცხადა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა CNN Portugal-თან ინტერვიუში.
რონალდუმ საჯაროდ გამოაქვეყნა ციტატები, რაც ჟორჟე ჟეზუშს პრესკონფერენციაზე უნდა ეთქვა