პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს ჰკითხეს, რის ხარჯზე ახერხებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც თებერვალში 41 წელი შეუსრულდება, დღემდე ნაკრების ძირითადში უცვლელად ყოფნას.
— კრიშტიანუ რონალდუზე მუდმივად ლაპარაკობენ. რატომ არის ის ნაკრების ძირითადის უცვლელი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეში 41 წელი შეუსრულდება?
„თავისი საქმისადმი მიდგომის დამსახურებით. სამი ძირითადი საკითხი, რომელსაც მუდმივად ვაანალიზებთ, არის — ნიჭი, გამოცდილება და მიდგომა, რომლის მოცემაც მას ნაკრებისთვის შეუძლია.
სწორედ ის ფაქტი, რომ ნაკრების დასახმარებლად ის საკუთარი თავის მიმართ უმაღლეს მოთხოვნებს დღემდე ინარჩუნებს, ეხმარება კაპიტანს სასტარტოში მოხვედრაში.
მისი საუკეთესოობისკენ სწრაფვა გადამდებია. ბოლო 30 მატჩში 25 გოლიც აჩვენებს იმას, რომ მისი მოქმედებები მოედანზე ჩვენს გუნდს მხოლოდ სასიკეთოდ ადგება." — აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.