ოქროს ბურთის ნომინანტთა სია 8 სექტემბერს გახდება ცნობილი.
France Football-ის დაჯილდოების 70-ე საიუბილეო ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას ისტორიაში პირველად ლონდონი უმასპინძლებს.
ნომინაციების კატეგორიები და მათში წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
მამაკაცთა ოქროს ბურთი - 30 ფეხბურთელი; ქალთა ოქროს ბურთი - 30 ფეხბურთელი.
წლის ახალგაზრდა ტალანტი (კაცები) - 10 ფეხბურთელი; (ქალები) - 5 ფეხბურთელი.
წლის მეკარე (კაცები) - 10 მეკარე; (ქალები) - 5 მეკარე.
წლის მწვრთნელი (კაცები) - 5 მწვრთნელი; (ქალები) - 5 მწვრთნელი.
წლის თავდამსხმელი (კაცები) - 10 ფორვარდი; (ქალები) - 5 ფორვარდი.
წლის კლუბი (კაცები) - 5 კლუბი; (ქალები) - 5 კლუბი.