პირველად ისტორიაში ზამთრის სპორტის სახეობებში საქართველომ ოლიმპიური მედალი მოიპოვა!
ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე-მილანი/კორტინა 2026 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა საერთო ჩათვლაში და რომელ ადგილზეა საქართველო. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 26 ქვეყანაა, რომელმაც მინიმუმ 1 მედლის მოპოვება შეძლო, საქართველო კი მათ შორის 23-ე ადგილზეა.
1. ნორვეგია - 12 ოქრო, 7 ვერცხლი, 9 ბრინჯაო, სულ 28 მედალი
2. იტალია - 8 ოქრო, 4 ვერცხლი, 11 ბრინჯაო, სულ 23 მედალი
3. აშშ - 6 ოქრო, 8 ვერცხლი, 5 ბრინჯაო, სულ 19 მედალი
23. საქართველო - 1 ვერცხლი
24. ფინეთი - 3 ბრინჯაო
25. ბულგარეთი - 2 ბრინჯაო
26. ბელგია - 1 ბრინჯაო