ალ ნასრში რონალდუს ახალი მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ჟორჟე ჟეზუში იქნება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - ჟეზუშის კანდიდატურა ალ ნასრის მთავარმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმაც დააკმაყოფილა.
ჟეზუშის უკანასკნელი სამუშაო ადგილი ერ რიადის კიდევ ერთი კლუბი, ალ ჰილალი იყო, რომელსაც მან 2023 წელს წაუგებლად საუდის არაბეთის ლიგა მოაგებინა.
პორტუგალიელმა კლუბი ამ ზაფხულს დატოვა და ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატადაც მოიაზრებოდა, სადაც საბოლოოდ კარლო ანჩელოტი მიიწვიეს.
ალ ნასრის უკანასკნელი მწვრთნელი კი სტეფანო პიოლი იყო, რომელთან ერთადაც გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა და აზიური ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.