რაფაელ ლეაუ კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს.
Sky Sport-ის ცნობით, მილანთან სრული შეთანხმება მიღწეულია. ლეაუ და გალათასარაი პირად პირობებზეც შეთანხმდნენ, როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრანსფერს თანხმობა განუცხადა.
ლეაუსა და გალას შორის შეთანხმება 100%-ით მიღწეულია. ტრანსფერის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა, აქედან 43 მილიონი გარანტირებული თანხაა, ხოლო 2 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
მილანი ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20%-საც მიიღებს. ლეაუს წლიური ხელფასი კი 10 მილიონი ევრო + ბონუსები იქნება.
ამჟამად მხოლოდ საბოლოო დეტალების მოგვარება მიმდინარეობს. ფეხბურთელის გაფრენა შაბათისთვისაა დაგეგმილი, თუ ბოლო მომენტში რაიმე მოულოდნელი ცვლილება არ მოხდა.
ლეაუ გალათასარაის წინადადებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მის ტრანსფერზე ასტონ ვილაც აქტიურად მუშაობდა, თურქულმა კლუბმა კი დღეს შეთავაზებული პირობები გააუმჯობესა.