ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

სად სურს შახტარს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება?
ფეხბურთიფეხბურთი

სად სურს შახტარს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება?

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დონეცკის შახტარს სურს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩები ჩელსის სტადიონზე, სტემფორდ ბრიჯზე ჩაატაროს.


შახტარი დონბას არენაზე თამაშს 2014 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს, როდესაც დონეცკი რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად კონტროლს მიღმა აღმოჩნდა.


მას შემდეგ კლუბი უკრაინის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს კიევსა და ლვივში ატარებდა, ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს კი გერმანიაში, სლოვენიასა და პოლონეთში მასპინძლობდა.


უკრაინული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს და სტემფორდ ბრიჯი შახტარისთვის სასურველი ვარიანტია, რადგან ლონდონურ კლუბს დაახლოებით 40 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აქვს.


წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი კომერციული მოტივებით არ არის განპირობებული. ჩელსისა და შახტარს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა 2023 წელს მიხაილო მუდრიკი შეიძინა. კლუბები ასევე მონაწილეობდნენ საქველმოქმედო მატჩში - Game4Ukraine.


შახტარი ელიტური ევროპული ფეხბურთის დასავლეთ ლონდონში ჩატანის შესაძლებლობას განიხილავდა და სხვა ვარიანტებს შორის ფულემის ქრეივენ კოტეჯი და ბრენტფორდის Gtech Community Stadium-იც იყო.


თუმცა, ორივე სტადიონის ტევადობა სტემფორდ ბრიჯთან შედარებით მცირეა. შახტარის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ ევროპის უდიდეს კლუბებთან ან თუნდაც ინგლისურ გუნდებთან ლონდონში გამართული შეხვედრების შემთხვევაში უფრო დიდი არენის სრულად შევსება შესაძლებელი იქნება.


ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მიზანია ლონდონში მცხოვრებ უკრაინელებთან კავშირის გაძლიერებაც.


დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში უკრაინაში დაბადებული დაახლოებით 32 000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 100 000-ს შეადგენს.


სტემფორდ ბრიჯის გამოყენების შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩელსიმ გასული სეზონის პრემიერლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა.


შესაბამისად, მატჩების განრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სტემფორდ ბრიჯზე დამატებითი შეხვედრების ჩატარებას ჰამერსმითისა და ფულემის საბჭოსა და უეფას თანხმობა დასჭირდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩელსი
შახტარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გრანდი ფერნანდესით ინტერესდება - ჩელსის პოზიცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გრანდი ფერნანდესით ინტერესდება - ჩელსის პოზიცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას უპირებს ჩელსი დოპინგის დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულ მუდრიკს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას უპირებს ჩელსი დოპინგის დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულ მუდრიკს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩელსიმ კუკურელიას შემცვლელი დაიმატა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩელსიმ კუკურელიას შემცვლელი დაიმატა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვადა ამოიწურა - რა სიტუაციაა ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვადა ამოიწურა - რა სიტუაციაა ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 აგვ, 2026

გრანდი ფერნანდესით ინტერესდება - ჩელსის პოზიცია

News image

11 აგვ, 2026

რას უპირებს ჩელსი დოპინგის დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულ მუდრიკს?

News image

12 აგვ, 2026

ოფიციალურად: ჩელსიმ კუკურელიას შემცვლელი დაიმატა

News image

7 სთ წინ

ვადა ამოიწურა - რა სიტუაციაა ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება