ჩელსის მიერ ენცო ფერნანდესის შესაძლო ტრანსფერზე შეთავაზების მისაღებად დაწესებული პარასკევის, 17:00 საათის ვადა ამოიწურა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორამციით, მანჩესტერ სიტისგან ან რომელიმე სხვა კლუბისგან ოფიციალური წერილობითი შეთავაზება არ შესულა.
შესაბამისად, 120 მილიონ ფუნტად ფერნანდესის შესაძლო წასვლის პირობები ძალაში აღარ არის. ეს პირობები მაისში ფეხბურთელის წარმომადგენლებს სიტყვიერად გააცნეს, რათა მათ პოტენციურ მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა მანჩესტერ სიტი ვადის ამოწურვის შემდეგ შეთავაზების გაკეთებას.
თუმცა, ამ ეტაპზე ჩელსიში ელიან, რომ ენცო ფერნანდესი 2026/27 წლების სეზონში გუნდში დარჩება.