90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე იური ტაბატაძის გამოძახება გადაწყვიტა.
ესპანური კადისის შემტევისთვის პირველი სანაკრებო გამოძახებაა. იგი ესპანურ კლუბში აგვისტოს ბოლოს გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 11 მატჩში 6 საგოლე მოქმედება აქვს - 4 გოლი და 2 ასისტი.
ტრანსფერამდე, ეროვნული ლიგის ლიდერ იბერია 1999-ში თამაშობდა და 20 თამაშში 11 გოლი და 4 ასისტი ჰქონდა აქტივში.