-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, ავჭალის სტადიონზე რუმინეთი მიიღო და ანგარიშით 43-5 დაამარცხა, რითაც ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა.
პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა 29-0 იმარჯვეს. ლელოები თოდუამ, ტაბუცაძემ, ბაბუნაშვილმა, აფრასიძემ და კახოიძემ დადეს, ორი გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში ჩვენებმა მონაგარს კიდე ორი ლელო დაამატეს - მამაიაშვილმა და კვესელაძემ. ორივე მათგანი წარმატებით მატკავამ გარდასახა.
ბორჯღალოსნები ახლოს იყვნენ, რომ ქულის მიუღებლად მოეგოთ მატჩი, თუმცა მე-80 წუთზე რუმინელებმა ლელოს დადება მაინც მოახერხეს.
ფინალში საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიას მოუგო 31-42. მატჩი თბილისში გაიმართება.
ფოტო: Georgian Rugby
VIDEO: ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლნენ
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები