პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში წყალბურთის 20-წლამდელთა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი პორტუგალია დაამარცხა.
პირველ ტურში რუსეთთან 11:21 მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდი პორტუგალიელებს მთელი მატჩის განმავლობაში ჯობნიდა და 9-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა - 20:11.
ხსენებულ მეტოქეთა გარდა, საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ფინეთთან თამაში მოუწევს. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აგვისტოს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია