კალათბურთის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისი არენაზე მონტენეგრო მიიღო.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი მეოთხედი 27-17 მოიგო.
მეორე მეოთხედში მონტენეგრომ სხვაობა მცირედით აღმოფხვრა და საბოლოოდ პირველი ტაიმი 48-42 დასრულდა.
მესამე მეოთხედში ქართველებმა ანგარიშში სხვაობის გაზრდა კვლავ მოახერხეს და ბოლო მეოთხედს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, 77-67.
მეოთხე მეოთხედში სტუმრებმა გაბრძოლება ვეღარ შეძლეს და ჯიკიჩის გუნდმა საბოლოოდ 27-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, 101-74.
საქართველოს ნაკრებში 10 ქულაზე მეტი ოთხმა მოთამაშემ დააგროვა, მოთამაშეების სრული სტატისტიკა კი ასეთია:
თორნიკე შენგელია - 34 წუთი, 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
გოგა ბითაძე - 30 წუთი, 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
სანდრო მამუკელაშვილი - 36 წუთი, 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა
მარკის რიდი - 27 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა
რატი ანდრონიკაშვილი - 28 წუთი, 9 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა
ალექსანდრე მერკვილაძე - 14 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
დუდა სანაძე - 6 ქულა, 1 მოხსნა
გიორგი ოჩხიკიძე - 4 წუთი, 2 ქულა, 2 მოხნსა
გიორგი ტურძილაძე - 4 წუთი, 2 ქულა, 2 მოხსნა
ამ გამარჯვებით საქართველო საკვალიფიკაციო ჯგუფში 11 ქულით გალიდერდა, თუმცა ამავე ტურში ესპანეთი, რომელსაც ასევე 11 ქულა აქვს, პორტუგალიას უნდა დაუპირისპირდეს.
მომდევნო მატჩს ჯიკიჩის გუნდი პორტუგალიასთან სტუმრად, 31 აგვისტოს გამართავს.