• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - კვიპროსის ნაკრები
კალათბურთიკალათბურთი

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - კვიპროსის ნაკრები

26 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კვიპროსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუტსაიდერი ევრობასკეტის ისტორიაში, რადგან მანამდე არასდროს ჰქონია კონტინენტურ ფინალურ ეტაპზე გასვლის გამოცდილება. თუმცა მათ გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ საკუთარი გმირების ევროპის საუკეთესო გუნდებთან თამაშთან დაკავშირებით.


კვიპროსმა ბოლო სამი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო კამპანიაში 36 თამაშიდან მხოლოდ ხუთი მოიგო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის, ხრისტოფოროს ლივადიოტისის გუნდი ტურნირზე წნეხის გარეშე იქნება - მათგან არავინ ელის სენსაციურ შედეგებს, მაშინ როცა ჯგუფის ყველა მეტოქე ფავორიტად ითვლება და ფლეი-ოფში გასასვლელად სწორედ მასპინძელი კვიპროსის დამარცხება მოუწევთ.


კალენდარი 


28 აგვისტო - ბოსნია და ჰერცეგოვინა

30 აგვისტო - საბერძნეთი

31 აგვისტო - ესპანეთი

2 სექტემბერი - საქართველო

4 სექტემბერი - იტალია


გამორჩეული მოთამაშე


გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე დარალ უილისი კვიპროსის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებისას შეუერთდა. უილისს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ — 22 ქულა და 13 მოხსნა.


უისკონსინის შტატში დაბადებულმა ფორვარდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ ხუთი თამაში ჩაატარა და საშუალოდ 14.8 ქულასა და 9.2 მოხსნას აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება მისი პირველი საერთაშორისო ტურნირი, უილისს უკვე ჰქონდა გამოცდილება კვიპროსის ნაკრების მწვრთნელთან — 2018-19 წლების სეზონში იგი თამაშობდა კერავნოსშ“, სადაც ლივადიოტისი მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი — ნიკოს სტილიანუ. იმ სეზონში უილისმა კვიპროსის თასის ფინალში MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.



29 წლის უილისს კარიერის განმავლობაში თამაში მოუწია რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პუერტო რიკოში, კორეაში, იაპონიასა და საბერძნეთში. ის მრავალფუნქციური მძიმე ფორვარდია, რომელიც როგორც შორიდან სროლას, ისე ფარზე ბრწყინვალე თამაშს ახერხებს. ნატურალიზებული მოთამაშის სტატუსით, კვიპროსი სწორედ მისგან ელის იმ ლიდერობას, რომელიც გუნდს გამარჯვების შანსს მისცემს.


ისტორია


კვიპროსი ტურნირს ლიმასოლში უმასპინძლებს და შეეცდება, პირველივე მონაწილეობაზე წინააღმდეგობა გაუწიოს ევროპის საუკეთესო ნაკრებებს. 2005-2013 წლებში ქვეყანა B დივიზიონში თამაშობდა, 2013 წლიდან კი პირველი დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძვის.


ამ პერიოდის განმავლობაში კვიპროსმა სულ ხუთჯერ იზეიმა გამარჯვება 2017, 2022 და 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო თამაშებში. გარდა ამისა, ქვეყანა ცხრაჯერ გახდა ევროპის მცირე სახელმწიფოების თამაშების გამარჯვებული, უკანასკნელად - 2017 წელს.


როგორ ითამაშა კვიპროსმა საკვალიფიკაციოზე


კვიპროსი 66-99 ბოსნია და ჰერცეგოვინა

ხორვატია 92-63 კვიპროსი

კვიპროსი 59-75 საფრანგეთი

საფრანგეთი 85-70 კვიპროსი

ბოსნია და ჰერცეგოვინა 108-62 კვიპროსი

კვიპროსი 67-104 ხორვატია


შემადგენლობა


ანტრეას ხრისტოდულუ, იანის იანარასი, აენეას იუნგი, სტეფანოს ილიადისი, მიხალის კუმისი, კრისტოს ლიციდესი, სიმონ მიხაილი, იოანის პაშიალისი, კონსტანტინოს სიმიცისი, ნიკოს სტილიანუ, ფილიპოს ტიგკას, დარალ უილისი


საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - საბერძნეთის ნაკრები

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კალათბურთი
ევრობასკეტი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მამუს 10 ქულა - ტორონტომ სერიის მე-5 მატჩი კლივლენდში წააგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუს 10 ქულა - ტორონტომ სერიის მე-5 მატჩი კლივლენდში წააგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტი სერიაში დარჩა - გოგას ორლანდოს მოედნის უპირატესობა აქვს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტი სერიაში დარჩა - გოგას ორლანდოს მოედნის უპირატესობა აქვს
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ასხლეტით ჩაგდებული გადამწყვეტი 3-ქულიანი ოვერტაიმში - ტორონტომ სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ასხლეტით ჩაგდებული გადამწყვეტი 3-ქულიანი ოვერტაიმში - ტორონტომ სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ზედიზედ გაფუჭებული 23 სროლა და განიავებული +24 - დეტროიტმა სერია გადაარჩინა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ზედიზედ გაფუჭებული 23 სროლა და განიავებული +24 - დეტროიტმა სერია გადაარჩინა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

30 აპრ, 2026

VIDEO: მამუს 10 ქულა - ტორონტომ სერიის მე-5 მატჩი კლივლენდში წააგო

News image

30 აპრ, 2026

VIDEO: დეტროიტი სერიაში დარჩა - გოგას ორლანდოს მოედნის უპირატესობა აქვს

News image

10 სთ წინ

VIDEO: ასხლეტით ჩაგდებული გადამწყვეტი 3-ქულიანი ოვერტაიმში - ტორონტომ სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

News image

9 სთ წინ

VIDEO: ზედიზედ გაფუჭებული 23 სროლა და განიავებული +24 - დეტროიტმა სერია გადაარჩინა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება