საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის პირველი მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართა.
ბორჯღალოსნების მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იყო, მატჩი კი დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით 26-24 დასრულდა. ჩვენი მხრიდან ლელოები ქვათაძემ, კვესელაძემ (2) და გორგაძემ დადეს. 3 გარდასახვა კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.
ამერიკელთა მხრიდან კი ლელოებით თავი ბესაგმა (2) და ფრიკერმა გამოიჩინეს, სამივე გარდასახვა წარმატებით კარტიმ შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი მან ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს კიდეც (43-30).
ქართველებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს, თავი ჯაფარიძემ და აფრასიძემ გამოიჩინეს, აბჟანდაძის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და ამას ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაემატა. ამერიკელებიდან კი ორი ჯარიმა თავის მონაგარს კარტიმ დაამატა.
მორიგ ტესტ მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ასევე აჭარაბეთ არენაზე, კანადის წინააღმდეგ გამართავს.