საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტორონტო რეპტორსის კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა ჩვენს გუნდს ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება.
ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. წინასწარი იმფორმაციით, თორნიკე შენგელია ნაკრებს ლიეტუვადან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.
სანდრო მამუკელაშვილი კაუნასში 9 აგვისტოს, გამთენიისას შეუერთდა და ის ეროვნულ გუნდში პირველ ვარჯიშს კაუნო არენაზე დღეს ჩაატარებს. - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან 10 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა