ზედიზედ მეორედ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის პირველ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველომ სლოვაკეთი 4-1 დაამარცხა. დღეს კი სლოვაკეთში საუპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5-3 დასრულდა.
საბოლოოდ კი ორი მატჩის ჯამში საქართველომ 6-7 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. განმეორებით მატჩში ჩვენი გუნდის მხრიდან გოლები ჩიმააძემ, სებისკვერაძემ და თოდუამ გაიტანეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატს 21 იანვრიდან, 7 თებერვლის ჩათვლით, სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის 14 მონაწილე უკვე ცნობილია - ლატვია, ლიეტუვა, პორტუგალია, სომხეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვენია, უკრაინა, ხორვატია, ბელარუსი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია და საქართველო.
ევრო 2026-ზე გასული კიდევ ორი გუნდი რუმინეთი-უნგრეთსა და ბოსნია-ბელგიას შორის გაირკვევა.